იდეების კონკურსი დაიწყო!

აპრილი 14, 2025

ორბელიანის ფონდი, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აცხადებს იდეების კონკურსს იმერეთის რეგიონში.

კონკურსის მიზანია იმერეთის რეგიონში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს  სამოქალაქო აქტივიზმი და დაამკვიდროს  სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კულტურა საზოგადოებაში.

 

იდეების კონკურსის ეტაპები:

სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაზე-Orbelianimeti.ge ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოაგზავნოს ინიციატივა (იხილეთ გზამკვლევი: როგორ გამოვაგზავნო იდეა )

კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ შეირჩევა 10 საუკეთესო ინიციატივა.

კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეული ინიციატივების ავტორები ჟიურის წინაშე წარადგენენ მათ ინიციატივებს პრეზენტაციის სახით.

კონკურსის მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული 5 ინიციატივა.

 

იდეების კონკურსის პირობები:

კონკურსში გამარჯვებული ინიციატივის ავტორები დაიწყებენ სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კამპანიებს orbelianimeti.ge-ზე, სადაც მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებენ მათი ინიციატივის სამიზნე თანხის 30%-ს.

ინიციატივია სამიზნე თანხის 30%-ის წარმატებით შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა დარჩენილ 70%-ს მიიღებს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით.
იდეის განხორციელებისთვის საჭირო პროდუქტების/სერვისების შესყიდვას აწარმოებს ორბელიანი ფონდი.

თითოეული ინიციატივისთვის დაფინანსება  (70%) წარმოადგენს 6 000 ლარს.

იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (გაითვალისწინეთ, რომ იდეის ავტორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის), საინიციატივო ჯგუფებს, ორგანიზაციებს.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ იდეის ავტორების ინიციატივებს, რომლებიც პირველად იღებენ კონკურსში მონაწილეობას.

 

შეფასების კრიტერიუმები:

წარმოდგენილ იდეებს შეაფასებს სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი ჟიური, რომლის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ა.შ.

 

განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  1. შეუძლია თუ არა ინიციატივას სამიზნე თემისთვის/საზოგადოებისთვის დამატებითი ღირებულების მოტანა?

  2. უწყობს თუ არა ინიციატივა  ხელს სამოქალაქო ჩართულობას?

  3. არის თუ არა იდეა ინოვაციური?

  4. არის თუ არა ინიციატივა მდგრადი?

  5. შეუძლია თუ არა იდეის ავტორს  მოიპოვოს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა Crowdfunding-ის მეშვეობით?

  6. მრავალფეროვანია თუ არა იდეა (არსებული კატეგორიების კონტექსტში)?

 

რას სთავაზობს ორბელიანი საქართველო კონკურსის გამარჯვებულებს:

ტრენინგები ქრაუდფანდინგისა და სოციალური მედიის შესახებ

ვიდეო კონტენტის შექმნა იდეის ავტორისა და ინიციატივის შესახებ

Სოციალურ მედიაში ინიციატივის შესახებ ინფორმაციის დარეკლამება  (ფოტო-ვიდეო კონტენტი)

პლატფორმა orbelianimeti.ge -ზე ინიციატივის კონტენტის შექმნა და ტექნიკური მხარდაჭერა

 

პროგრამის  ფარგლებში არ დაფინანსდება:

კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული იდეები

პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ან/და ლობირება

რელიგიური საქმიანობა

თეორიული/აკადემიური კვლევა

ტრენინგი, როგორც ინიციატივის ძირითადი აქტივობა ან/და სხვა ერთჯერადი აქტივობები

ინდივიდუალური ან/და ჯგუფური სამოგზაურო გრანტები

 

საკონკურსო ვადები:

  • კონკურსის ფარგლებში ინიციატივის გამოგზავნის საბოლოო ვადაა 2025 წლის 10 მაისი

  • განაცხადის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებთან/ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება Google meets-ის საშუალებით: 2025 წლის 23 აპრილს, 12:00 საათზე:

  • Video call link: https://meet.google.com/paw-dyjw-gij

 

იდეების კონკურსის შესახებ განცხადება შექმნილია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორბელიანის ფონდი. განცხადების შინაარსი შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.





დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Info@orbelianimeti.ge


ტრენინგი სახალხო დაფინანსების შესახებ მარტყოფსა და მუხრანში

ივლისი 20, 2024

3 და 18 ივლის მუხრანსა და მარტყოფში ადგილობრივ ახალგაზრდებთან გაიმართა ტრენინგი სახალხო დაფინანსების შესახებ .

ტრენინგი ფინანსების მოძიების ერთ-ერთ ინოვაციურ მექანიზმს  – ქრაუდფანდინგს (Crowdfunding) დაეთმო და განხილული იქნბა შემდეგი საკითხები :

– რა არის ქრაუდფანდინგი?

– როგორ ვაწარმოოთ ქრაუდფანდინგ კამპანია?

– მარკეტინგისა და კომუნიკაციის როლი ქრაუდფანდინ კამპანიის წარმოები პროცესში

ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება ქრაუდფანდინგთან და კამპანიის წარმოებასთან დაკავშირებით იდეის ავტორმა თაკო ბაქრაძემ გაუზიარა.


ორბელიანი მეტის ალუმნი ქსელი

ივლისი 20, 2024

19 ივლისს ორბელიანი მეტის ალუმნი ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იდეების კონკურსში გამარჯვებული იდეის ავტორები აერთიანებენ.

შეხვედრაზე იდეის ავტორებთან ერთად განვიხილეთ ორბელიანი მეტის პლატფორმის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები, სოციალური პროექტების ერთობლივი განხორციელების გზები ქრაუდფანდინგის მეთოდით.

შეხვედრაზე ალუმნის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” კონტექსტში მათთვის საინტერესო კითხვები და გადაწყვეტის გზები განეხილათ იურისტ – ლევან ფანიაშვილთან ერთად.


3 ივნისი - პიკნიკობა მზიურში

#მეტიუკრაინისთვის

3 ივნისს, მზიურის კაფეს ეზოში უკრაინელი ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი ღონისძიება - პიკნიკობა მზიურში, რომელიც განკუთვნილი იყო მათი განტვირთვისთვის და სოციალიზაციისთვის.

ბავშვების გასართობად მოწვეული იყო სოციალური საწარმო ბაბალე, რომლებმაც პატარები ჩართეს სხვადასხვა მხატვრულ აქტივობებში.

ღონისძიების ფარგლებში დიდებსაც და პატარებსაც ორგანიზაცია “ორბელიანი საქართველო” გაუმასპინძლდა საკვებით და ტკბილეულით.


ბავშვთა დაცვის დღე - SOS ბავშვთა სოფელში

Orbeliani kids

1 ივნისს, “ორბელიანი საქართველო”-ს ინიციატივით Sos ბავშვთა სოფელში გაიმართა ბავშვთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი ბავშვებისთვის.

ღონისძიების მიზანი იყო Sos ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის დღის გალამაზება,რომელიც მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით და საჩუქრებით.


მადლობა ყველა კომპანიას რომელიც “ორბელიანი საქართველო”-სთან ერთად ამ ღონისძიებაში ჩაერთო: Glovo; Mondelez Georgia; KFC; ზედაზენი; სულაკაურის გამომცემლობა; მინისო; სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

ასევე დიდი მადლობა:

  • GEOLAB-ს, რომელიც 2 ბავშვს უფასოდ ასწავლის პროგრამირებას და დიზაინს;

  • ALTERBRIDGE-ს, რომელიც ყოველწლიურად 1 ბავშვს მიიღებს და ასწავლის სრულიად უფასოდ და მუდმივად ჩართავს მათ სხვადასხვა სემინარებში.

#მეტიუკრაინისთვის

გამჭვირვალობის ანგარიში

2 აპრილს, “ორბელიანი საქართველო”-ს ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად გაიმართა მასშტაბური ღონისძიება უკრაინისა და საქართველოში ამ ეტაპზე მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად.

ღონისძიებას დაესწრო 400 + უკრაინელი მოქალაქე, რომელთაც:

  • 13 კომპანიისგან გადაეცათ საჩუქრები;

  • 12 კომპანიისგან მიიღეს კონსულტაციები: იურიდიული, საფინანსო, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მიმართულებით;

  • გაეცნენ 10 სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებს და სასწავლო პროგრამებს;

  • გაშუქდა 8 მედია საშუალებით;

  • საცხოვრებელი ადგილით ვუზრუნველყავით 15 უკრაინელი მოქალაქე.

წამყვანი - გიორგი ცხადაძე; მუსიკოსები - ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე და ორკესტრის მცირე ნაწილი მოხალისეობრივად შემოურთდნენ ღონისძიებას.

სულ შეგროვდა - 21,190.00 ლარი

Crowdfunding კამპანიიდან შემოსული თანხა გადანაწილდა შემდეგნაირად:

მზიურის პარკის და კაფეს ტერიტორიაზე 4 კვირის განმავლობაში უკრაინელი მოქალაქეების განტვირთვისთვის და სოციალიზაციისთვის, თითო დღეს მოეწყობა პიკნიკი სხვადასხვა აქტივობებით:

  • კაფეს შიდა ეზოს ტერიტორიაზე ბავშვები მოხატავენ სხვადასხვა ხის ნაკეთობებს და მორთავენ ორცხობილებს;

  • პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა პიკნიკი, სადაც ბავშვებს წაუკითხავენ ზღაპრებს უკრაინულად;

  • ასევე პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გმირები ბავშვებს ჩართავენ სხვადასხვა აქტივობებში და მოეწყობა შეჯიბრებები;

  • მზიურის კაფეს ტერიტორიაზე მოეწყობა დიდებისთვის კინოჩვენება;

  • ყველა დღეს გავუმასპინძლდებით საკვებით.

მადლობა მხარდაჭერისათვის ყველა კომპანიას, თითოეულ ადამიანს და მედია საშუალებას რომელიც შემოგვიერთდა ამ საჭირო და მნიშვნელოვან ღონისძიებაში.
#ერთადვართმეტი