Crowdfunding კამპანიის მართვისა და მხარდაჭერის სერვისი

ორბელიანის ფონდი გთავაზობთ სრულ მომსახურებას Crowdfunding კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. მომსახურება მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ეტაპს იდეის ჩამოყალიბებიდან საბოლოო ანგარიშგებამდე.

ონლაინ ტრენინგი – კამპანიის დაგეგმვა და მართვა

  • ორდღიანი ტრენინგი (ონლაინ/ფიზიკურ სივრცეში)

  • თეორიული და პრაქტიკული მოდულები, მათ შორის: მიზნების სწორად ფორმულირება, ბიუჯეტირება, კომუნიკაციის სტრატეგია, კამპანიის კალენდრის შედგენა და პლატფორმის ტექნიკური ფუნქციონალის გაცნობა

ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნა

  • კამპანიისთვის შესაბამისი სიუჟეტის და სცენარის შემუშავება

  • პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღება

  • ვიდეოს მონტაჟი და მორგება კამპანიის შინაარსზე და სამიზნე აუდიტორიაზე

ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტენტის მართვა

  • კამპანიის აღწერის, ფოტო-ვიდეო მასალების ფორმატირება და სრულყოფა

  • კამპანიის ტექნიკურად გამართვა და პლატფორმაზე განთავსება

  • ტექნიკური მხარდაჭერა კამპანიის მიმდინარეობისას (დახმარება სხვადასხვა ფუნქციონალის მართვაში)

კომუნიკაცია და კონსულტაცია იდეის ავტორთან

  • კამპანიის მიმდინარეობისას ყოველკვირეული ონლაინ შეხვედრები იდეის ავტორთან

  • კონსულტაციები კამპანიის სტრატეგიულ მართვასთან დაკავშირებით

  • საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტის ან აქტივობების განახლება და კორექტირება

კამპანიის რეკლამირება

  • თითოეულ კამპანიაზე იგეგმება სამი ცალკეული რეკლამა

  • რეკლამების განთავსება ხდება მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული სტრატეგიით

ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა

  • ფინანსისტის ჩართულობა ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მართვისთვის

  • ადმინისტრაციული თანაშემწის მომსახურება საორგანიზაციო პროცესების დასახმარებლად

  • საბანკო ხარჯების მართვა და მონიტორინგი


რატომ ორბელიანი ?
ორბელიანის ფონდის გუნდს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ფანდრეიზინგ კამპანიებთან მუშაობის კუთხით.
2022 წლიდან დღემდე, ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 100-მდე ინიციატივის ავტორს გაუწია სრულფასოვანი მენტორობა და ტექნიკური მხარდაჭერა. სახალხო დაფინანსების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პროცესში. ამ მხარდაჭერის შედეგად, მათ საკუთარი იდეების გარშემო წარმატებით დაგეგმეს და განახორციელეს სახალხო დაფინანსების კამპანიები პლატფორმა www.orbelianimeti.ge-ზე და ჯამურად მოიზიდეს 300,000 ლარზე მეტი.

ორბელიანის გუნდს აქვს გამოცდილება მრავალფეროვან სოციალური და პროფესიული ჯგუფებთან მუშაობაში, მათ შორის მასწავლებლებთან, ახალგაზრდებთან, თემის აქტივისტებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა პროფესიონალებთან. ტრენინგები და მენტორობა ორიენტირებულია თითოეული მონაწილის საჭიროებაზე, რაც უზრუნველყოფს შედეგზე დაფუძნებულ და მდგრად განვითარებას.


დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: Orbelianigeorgia@gmail.com

ტელეფონი: +995 598 27 09 98