მმართველი საბჭო
.
მარკ მალენი
მარკი მალენი ხელმძღვანელობდა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისს 1997 წლიდან 2003 წლამდე.. 2006 წლიდან 2010 წლამდე ცხოვრობდა ლონდონში, სადაც სწავლობდა ლონდონის ბიზნესის სკოლაში Sloan Fellow-ის სტატუსით.
ის იყო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე 2001 წლიდან 2015 წლამდე, სადაც არჩეულ იქნა ორგანიზაციის საერთაშორისო საბჭოში. მარკი ასევე იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საბჭოს წევრი და თავმჯდომარე 1999-2004 წლებში - ლონდონში მდებარე Goodenough College-ის, ბრიტანულ-ქართული საზოგადოების (British Georgian Society) და სამოქალაქო პლატფორმა Radarami.org-ის ბორდის წევრი.
იოჰან კატსუკი
იონე არის არასამთავრობო ორგანიზაცია Elva-ს დამფუძნებელი, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც ხიდს აყალიბებს მოქალაქეებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას აქვს დიდი გამოცდილება კვლევისა და პრაქტიკული მუშაობის კუთხით კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ორგანიზაციებთან აფრიკაში, დასავლეთ ევროპასა და კავკასიაში.