სახალხო დაფინანსების პლატფორმა – www.orbelianimeti.ge

orbelianimeti.ge არის ქართული სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერას.

პლატფორმა 2022 წელს შეიქმნა ორბელიანი ფონდის ინიციატივით და ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა ადგილობრივი დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის გასაძლიერებლად.

პლატფორმის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმატებით განხორციელდა 100-მდე პროექტი, ხოლო მოქალაქეების ჩართულობის შედეგად შეგროვდა 300,000 ლარზე მეტი. დაფინანსებული ინიციატივები შეეხება განათლებას, გარემოს დაცვას, ახალგაზრდების განვითარებას, ქალთა გაძლიერებას, ადგილობრივი მემკვიდრეობის დაცვას და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

პლატფორმის მომხმარებლები არიან მასწავლებლები, ახალგაზრდები, აქტივისტები და თემზე დაფუძნებული ჯგუფები, რომლებიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობითა და უკეთესი მომავლის რწმენით ქმნიან ცვლილებებს საკუთარ გარემოში.

გაქვთ იდეა, რომელსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება?

OrbelianiMeti.ge გთავაზობთ პლატფორმის გამოყენების სერვისს, იმ პირებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი სოციალური ინიციატივის მხარდასაჭერად სახსრების მოზიდვა.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულ მხარდაჭერას, რათა თქვენი იდეის დაფინანსების პროცესი იყოს გამჭვირვალე, ეფექტური და მიზანმიმართული:

  • ტექნიკური მხარდაჭერა პლატფორმის გამოყენების ყველა ეტაპზე – იდეის გამოქვეყნება, კამპანიის მართვა, დასრულება და ანგარიშგება;

  • საკონსულტაციო დახმარება კამპანიის სტრატეგიის დაგეგმვისა და კომუნიკაციისათვის;

  • მომსახურების საკომისიო მხოლოდ წარმატებული კამპანიის შემთხვევაში, რაც შეადგენს 7%-ს შეგროვებული თანხის ოდენობიდან.

    თუ აქვთ სოციალური ინიციატივა, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, OrbelianiMeti.ge არის ეფექტური და სანდო გზა იმისთვის, რომ თქვენი იდეა რეალობად აქციოთ.


ორბელიანი მეტის მხარდაჭერით ვაჩვენეთ ქართულ საზოგადოებას, ჩვენც აქ ვართ, ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ, ჩვენც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვზრუნავთ მასზე!
— ქამრან აფანდიევი/ სამოქალაქო აქტივისტი

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: Info@orbelianimeti.ge

ტელეფონი: +995 598 27 09 98


www.orbelianimeti.ge

გაიგე მეტი ორბელიანის სახალხო დაფინანსების პლატფორმის შესახებ

დეტალურად →