ორბელიანის ფონდი გთავაზობთ ტრენინგს ფინანსების მოძიების (fundraising) შესახებ.
ტრენინგი განკუთვნილია დაინტერესებული პირებისთვის/ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ საბაზისო ცოდნის მიღება ფინანსების მოძიების შესახებ და საკუთარი ინიციატივისთვის ან ორგანიზაციისთვის რესურსების მობილიზების სწორი გზების განსაზღვრა.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს საფუძვლიანი წარმოდგენა ფინანსების მოძიების ძირითადი პრინციპებისა და სტრატეგიების შესახებ.
ტრენინგის შინაარსი:
ფინანსების მოძიების (fundraising) ძირითადი ფორმატები და მიდგომები
დონორთა ტიპოლოგია და მათი მოლოდინების მართვა
საგრანტო განაცხადების სტრუქტურა და შინაარსობრივი მოთხოვნები
ადგილობრივი და საერთაშორისო დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება
კომუნიკაციის სტრატეგიები დონორებთან: კავშირების დამყარება და შენარჩუნება
რატომ ორბელიანი ?
ორბელიანის ფონდის გუნდს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ფანდრეიზინგ კამპანიებთან მუშაობის კუთხით.
2022 წლიდან დღემდე, ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 100-მდე ინიციატივის ავტორს გაუწია სრულფასოვანი მენტორობა და ტექნიკური მხარდაჭერა. სახალხო დაფინანსების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პროცესში. ამ მხარდაჭერის შედეგად, მათ საკუთარი იდეების გარშემო წარმატებით დაგეგმეს და განახორციელეს სახალხო დაფინანსების კამპანიები პლატფორმა www.orbelianimeti.ge-ზე და ჯამურად მოიზიდეს 300,000 ლარზე მეტი.
ორბელიანის გუნდს აქვს გამოცდილება მრავალფეროვან სოციალური და პროფესიული ჯგუფებთან მუშაობაში, მათ შორის მასწავლებლებთან, ახალგაზრდებთან, თემის აქტივისტებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა პროფესიონალებთან. ტრენინგები და მენტორობა ორიენტირებულია თითოეული მონაწილის საჭიროებაზე, რაც უზრუნველყოფს შედეგზე დაფუძნებულ და მდგრად განვითარებას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: Orbelianigeorgia@gmail.com
ტელეფონი: +995 598 27 09 98