ორბელიანის ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ

“ორბელიანი” არის მოძრაობა, რომელიც მხარს უჭერს სოციალურ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

  • ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ სოციალური პროექტების განხორციელებას;

  • დავეხმაროთ და მივცეთ მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი  განახორციელონ საინტერესო პროექტები და  შეცვალონ/უკეთესი გახადონ თავისი ქალაქი თუ რეგიონი;

  • დავნერგოთ Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში და ამისთვის შევქმენით პლატფორმა “მეტი” - www.orbelianimeti.ge ;

  • გავხადოთ კერძო და არასამთავრობო სექტორი კიდევ უფრო სოციალურად პასუხისმგებლიანი.

ჩვენ გვინდა ახალგაზრდები მიისწრაფოდნენ საზოგადოების/გარემოს ცვლილებებისაკენ, რათა მათ იცხოვრონ უფრო კარგ და პასუხისმგებლიან სამყაროში.


ჩვენი ღირებულებები:

  • ორბელიანის ერთ-ერთ მთავარი ღირებულება გამჭვირვალობა და ღიაობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის.

  • ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეფექტური უკუკავშირის მექანიზმები ხელმისაწვდომი იყოს. ორბელიანი რეაგირებს პოტენციურ საჩივრებზე/პრობლემებზე და პრევენციულ ზომებს მიმართავს საჭიროების შემთხვევაში.

  • ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ნებისმიერი ადამიანის მისაღებად! მიუხედავად ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

  • ჩვენ გენდერული თანასწორობა გვესმის, როგორც თანასწორი უფლებები, ვალდებულებები და შესაძლებლობები ორივე სქესის მიმართ.

  • ჩვენ აქტიურად ვეძებთ და ვუსმენთ იმ ადამიანებს, ვისაც ნაკლები გავლენა ან კონტაქტები აქვთ. კარგად გვესმის ისიც, რომ თითოეულ ადამიანს, რომელთანაც შეხება გვაქვს, განსხვავებული გამოცდილება და ინტერესი გააჩნია.

  • ჩვენ ჩაბმულნი ვართ იმ საერთაშორისო “ორგანიზმში”, რომელიც გულისხმობს დაფინანსებას მეტი სასიკეთო ცვლილებისთვის! ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად გავითავისოთ ეს “ორგანიზმი” და ჩვენი წილი პოზიტიური როლი ვითამაშოთ მასში.