ორბელიანის ფონდი გთავაზობთ ტრენინგს : სახალხო დაფინანსება იდეებისთვის (Crowdfunding)
ორბელიანის ფონდი გთავაზობთ 3-დღიან ინტენსიურ კურსს, რომელიც სრულად ეძღვნება სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანიების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებას. ტრენინგი განკუთვნილია ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომლებიც გეგმავენ საზოგადოებრივი მხარდაჭერით საკუთარი იდეების დაფინანსებას.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს წარმატებული კამპანიისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა, სტრატეგიული ხედვა და კომუნიკაციური უნარები.
ტრენინგის შინაარსი:
დღე I – საფუძვლები და მიდგომები
Crowdfunding-ის ფორმები და მოდელები
მხარდაჭერის ფსიქოლოგია – რატომ უჭერენ ადამიანები საზოგადოებრივ ინიციატივებს მხარს
იდეის სწორად ფორმულირება, მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და ემოციური ჩართულობა
დღე II – კამპანიის სტრუქტურა და კომუნიკაცია
მიზნების ჩამოყალიბება და ბიუჯეტის დაგეგმვა
კომუნიკაციური სტრატეგიის შემუშავება – გზავნილები, არხები და ფორმატები
დღე III – პრაქტიკული კომპონენტები
კამპანიის ვიზუალური და ტექსტური მასალების შექმნა
პლატფორმის სპეციფიკის გათვალისწინება (სათაურები, აღწერები, გამოწვევები)
წარმატებული ქართულ და საერთაშორისო კამპანიებზე დაფუძნებული პრაქტიკული ანალიზი
ინდივიდუალური სამუშაოები და უკუკავშირი
რატომ ორბელიანი ?
ორბელიანის ფონდის გუნდს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ფანდრეიზინგ კამპანიებთან მუშაობის კუთხით.
2022 წლიდან დღემდე, ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 100-მდე ინიციატივის ავტორს გაუწია სრულფასოვანი მენტორობა და ტექნიკური მხარდაჭერა. სახალხო დაფინანსების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პროცესში. ამ მხარდაჭერის შედეგად, მათ საკუთარი იდეების გარშემო წარმატებით დაგეგმეს და განახორციელეს სახალხო დაფინანსების კამპანიები პლატფორმა www.orbelianimeti.ge-ზე და ჯამურად მოიზიდეს 300,000 ლარზე მეტი.
ორბელიანის გუნდს აქვს გამოცდილება მრავალფეროვან სოციალური და პროფესიული ჯგუფებთან მუშაობაში, მათ შორის მასწავლებლებთან, ახალგაზრდებთან, თემის აქტივისტებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა პროფესიონალებთან. ტრენინგები და მენტორობა ორიენტირებულია თითოეული მონაწილის საჭიროებაზე, რაც უზრუნველყოფს შედეგზე დაფუძნებულ და მდგრად განვითარებას.
“ქრაუდფანდინგი მცირე ჯგუფებსა და გაბედულ მოქალაქეებს თანამოაზრეებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს.”
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: Orbelianigeorgia@gmail.com
ტელეფონი: +995 598 27 09 98