იდეების კონკურსი დაიწყო!
აპრილი 14, 2025
ორბელიანის ფონდი, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აცხადებს იდეების კონკურსს იმერეთის რეგიონში.
კონკურსის მიზანია იმერეთის რეგიონში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს სამოქალაქო აქტივიზმი და დაამკვიდროს სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კულტურა საზოგადოებაში.
იდეების კონკურსის ეტაპები:
სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაზე-Orbelianimeti.ge ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოაგზავნოს ინიციატივა (იხილეთ გზამკვლევი: როგორ გამოვაგზავნო იდეა )
კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ შეირჩევა 10 საუკეთესო ინიციატივა.
კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეული ინიციატივების ავტორები ჟიურის წინაშე წარადგენენ მათ ინიციატივებს პრეზენტაციის სახით.
კონკურსის მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული 5 ინიციატივა.
იდეების კონკურსის პირობები:
კონკურსში გამარჯვებული ინიციატივის ავტორები დაიწყებენ სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კამპანიებს orbelianimeti.ge-ზე, სადაც მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებენ მათი ინიციატივის სამიზნე თანხის 30%-ს.
ინიციატივია სამიზნე თანხის 30%-ის წარმატებით შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა დარჩენილ 70%-ს მიიღებს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით.
იდეის განხორციელებისთვის საჭირო პროდუქტების/სერვისების შესყიდვას აწარმოებს ორბელიანი ფონდი.
თითოეული ინიციატივისთვის დაფინანსება (70%) წარმოადგენს 6 000 ლარს.
იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (გაითვალისწინეთ, რომ იდეის ავტორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის), საინიციატივო ჯგუფებს, ორგანიზაციებს.
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ იდეის ავტორების ინიციატივებს, რომლებიც პირველად იღებენ კონკურსში მონაწილეობას.
შეფასების კრიტერიუმები:
წარმოდგენილ იდეებს შეაფასებს სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი ჟიური, რომლის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ა.შ.
განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
შეუძლია თუ არა ინიციატივას სამიზნე თემისთვის/საზოგადოებისთვის დამატებითი ღირებულების მოტანა?
უწყობს თუ არა ინიციატივა ხელს სამოქალაქო ჩართულობას?
არის თუ არა იდეა ინოვაციური?
არის თუ არა ინიციატივა მდგრადი?
შეუძლია თუ არა იდეის ავტორს მოიპოვოს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა Crowdfunding-ის მეშვეობით?
მრავალფეროვანია თუ არა იდეა (არსებული კატეგორიების კონტექსტში)?
რას სთავაზობს ორბელიანი საქართველო კონკურსის გამარჯვებულებს:
ტრენინგები ქრაუდფანდინგისა და სოციალური მედიის შესახებ
ვიდეო კონტენტის შექმნა იდეის ავტორისა და ინიციატივის შესახებ
Სოციალურ მედიაში ინიციატივის შესახებ ინფორმაციის დარეკლამება (ფოტო-ვიდეო კონტენტი)
პლატფორმა orbelianimeti.ge -ზე ინიციატივის კონტენტის შექმნა და ტექნიკური მხარდაჭერა
პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება:
კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული იდეები
პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ან/და ლობირება
რელიგიური საქმიანობა
თეორიული/აკადემიური კვლევა
ტრენინგი, როგორც ინიციატივის ძირითადი აქტივობა ან/და სხვა ერთჯერადი აქტივობები
ინდივიდუალური ან/და ჯგუფური სამოგზაურო გრანტები
საკონკურსო ვადები:
კონკურსის ფარგლებში ინიციატივის გამოგზავნის საბოლოო ვადაა 2025 წლის 10 მაისი
განაცხადის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებთან/ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება Google meets-ის საშუალებით: 2025 წლის 23 აპრილს, 12:00 საათზე:
Video call link: https://meet.google.com/paw-dyjw-gij
იდეების კონკურსის შესახებ განცხადება შექმნილია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორბელიანის ფონდი. განცხადების შინაარსი შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Info@orbelianimeti.ge
ტრენინგი სახალხო დაფინანსების შესახებ მარტყოფსა და მუხრანში
ივლისი 20, 2024
3 და 18 ივლის მუხრანსა და მარტყოფში ადგილობრივ ახალგაზრდებთან გაიმართა ტრენინგი სახალხო დაფინანსების შესახებ .
ტრენინგი ფინანსების მოძიების ერთ-ერთ ინოვაციურ მექანიზმს – ქრაუდფანდინგს (Crowdfunding) დაეთმო და განხილული იქნბა შემდეგი საკითხები :
– რა არის ქრაუდფანდინგი?
– როგორ ვაწარმოოთ ქრაუდფანდინგ კამპანია?
– მარკეტინგისა და კომუნიკაციის როლი ქრაუდფანდინ კამპანიის წარმოები პროცესში
ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება ქრაუდფანდინგთან და კამპანიის წარმოებასთან დაკავშირებით იდეის ავტორმა თაკო ბაქრაძემ გაუზიარა.
ორბელიანი მეტის ალუმნი ქსელი
ივლისი 20, 2024
19 ივლისს ორბელიანი მეტის ალუმნი ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იდეების კონკურსში გამარჯვებული იდეის ავტორები აერთიანებენ.
შეხვედრაზე იდეის ავტორებთან ერთად განვიხილეთ ორბელიანი მეტის პლატფორმის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები, სოციალური პროექტების ერთობლივი განხორციელების გზები ქრაუდფანდინგის მეთოდით.
შეხვედრაზე ალუმნის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” კონტექსტში მათთვის საინტერესო კითხვები და გადაწყვეტის გზები განეხილათ იურისტ – ლევან ფანიაშვილთან ერთად.
Activists Present Report on Sources of Lead Pollution in Tbilisi
A group of civic activists and NGOs presented a report on sourced of lead pollution in Tbilisi. The initiative is part of community initiative which aims to bring awareness of the issue in Georgia and mount pressure on the government to take more tangible steps to address the issue.
See the full report on the findings (available only in Georgian)
Oct 30 17: People at the heart of change
Orbeliani believes that donors and support agencies in Georgia have an important role to play in creating the enabling conditions to help community-led initiatives to flourish. On the 30th of October 2017, Orbeliani held an event for change-agents, funders and support agnecies to explore how to further release the creativity, experience, ideas, energy, time and insight of local people themselves?
WATCH A VIDEO TO SEE EVENT REFLECTIONS
The goal of the event was to stimulate donors, community leaders and change agents, local and international NGO leaders, to reflect on their role in making change happen, share different perspectives on what they are doing and what they should be doing to achieve change, and touch on the issues in the aid system in Georgia.
Listen- Opening remarks, Julie Campbell, Chair of Board for Orbeliani
The event was structured around three thematic sessions, which included live poll of audience on key issues, group discussion and feedback via a repeated live poll, and brief panel discussions.
The discussion centered on the following three questions:
- How can we ensure that the wants, ideas, and interests of communities are at the heart of the changes we seek to create within Georgia?
- How can funders and support agencies better help communities to achieve this vision for change?
- How can technology connect us with change makers and boost development in the communities?
A summary of reflections from participations on how NGOs and donors can improve current practice
19 Apr 17: I Belong (Un)conference
An open conference and learning event was organized in Tbilisi, Georgia on April 20, 2017. Over 30 volunteers from I Belong participated in t. The conference underscored that volunteers under the project seek to address a wide and diverse range of challenges in a range of different ways, with equally diverse impacts on their communities.