GivingTuesday არის სიკეთის კეთების გლობალური დღე, რომელიც შთააგონებს ადამიანებს გასცენ მეტი სიკეთე ნებისმიერი ფორმით. GivingTuesday 2012 წელს ნიუ იორკში ჩამოყალიბდა გაერთიანებული ერების ფონდთან პარტნიორებით.

ექვსივე კონტინენტზე ასეულობით ათასი ლიდერი და მილიონობით ადამიანი ერთად მუშაობს იმისთვის, რომ შეცვალოს — და ხშირ შემთხვევაში გარდაქმნას — საკუთარი თემები უკეთესობისკენ. GivingTuesday-ის ბირთვი მხარს უჭერს ამ ადგილობრივ გავლენას გლობალურად დაკავშირებული ლიდერობის განვითარებით, სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებით, რომელიც უსვამს ხაზს გულუხვობის მნიშვნელობას ადამიანური, ფინანსური და სოციალური კაპიტალის მობილიზებითა და გავრცელებით მთელ მოძრაობაში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გულუხვობის გლობალური გავრცელებით, რომელმაც უკანასკნელი წლების მანძილზე საგრძნობლად გაზარდა ადამიანების მიერ ქველმოქმედების და მოხალისეობის სტატისტიკა მთელ მსოფლიოში.

გლობალური სიკეთის მოძრაობის ინიციატორი და GivingTuesday Georgia - დამფუძნებელი საქართველოში ორბელიანის ფონდია, რომელიც ამ მოძრაობას 2022 წელს შეუერთდა და მოძრაობის ევროპის ჰაბის წევრი გახდა.

მოძრაობის მიზანი მარტივია, მისცეს ინსპირაცია ადამიანებს გასცენ მეტი სიკეთე უანგაროდ.სწორედ ამიტომ, ყოველი წლის მადლიერიების დღის შემდეგ სამშაბათს, ადამიანები, დიდი თუ პატარა ორგანიზაციები ერთიანდებიან, რომ აჩვენონ სიკეთის ძალა.

სიკეთის გაცემის ტრადიცია მსოფლიოს 85 ქვეყანაში აღინიშნება, აერთიანებს განსხვავებულ კულტურებს და საზოგადოებებს პოზიტიური ცვლილებებისთვის, 2022 წლიდან კი ამ მოძრაობას საქართველოც შეუერთდა და მოძრაობის ევროპის ჰაბის წევრი გახდა.

2024 წელს სიკეთის გაცემის დღის აღსანიშნავად მთიელი წიგნები, სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing და ორბელიანის ფონდი გაერთიანდა.

მიზნად დავისახეთ წიგნები ჩაგვეტანა ბავშებისთვის იმერეთის მაღალმთიან სოფლებში.

გვჯერა, გაცემის თითოეულ ქმედებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, აქვს ძალა შთააგონოს სხვები და იყოს სასიკეთო ცვლილებების მომტანი.

2022 წელს "რასაცა გასცემ შენია" კამპანია ვაწარმოეთ, რაც მეტი სიკეთისა და დადებითი ემოციების გაზიარებაში გამოიხატა. რასაცა გასცემ შენია" შეიქმნა იმ ინსპირაციით, რომ ნოემბრის თვე სიკეთის კეთების, მეტის გაცემის თვედ გადაგვექცია. #მეტი ღიმილი, #მეტი სიყვარული და #მეტი სითბო კამპანიის მთავარ მამოტივირებელ ფრაზებად და ქმედებებად იქცა.

კამპანიამ არაერთი კომპანია, ორგანიზაცია და ადამიანი გააერთიანა, რომლებიც ჩაერთნენ სიკეთის კამპანიაში:
ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy/ MonTa&Go Flowers ყვავილების მაღაზია მონტაგო/ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing/ კაფე მზიური • Cafe Mziuri /The Body Shop /East Point • ისთ ფოინთი/ ALMA • ალმა/ Monitors.ge/ USAID Civil Society Engagement Program

აღმოაჩინე მეტი

თვალი ადევნე სიახლეებს, გახდი გლობალური სიკეთს მოძრაობის პარტნიორი
და გაეცით მეტი სიკეთე ჩვენთან ერთად!

FB: Giving Tuesday Georgia